უკვე მეშვიდე წელია რაც ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად “ბარსას” დამარცხება ერთგვარ აუცილებლობად იქცა. ამ შვიდი წლის განმავლობაში კატალონიელებმა სამჯერ მოიგეს, დანარჩენ შემთხვევებში კი ის გუნდები გახდნენ ჩემპიონები ვისთანაც “ბარსა” დამარცხდა. ერთადერთი გამონაკლისი 2007 წლის ფინალია, როდესაც თასი “მილანმა” მოიგო, “ბარსელონა” კი “ლივერპულმა” დაამარცხა.
ყველფერი 2006 წელს პარიზში დაიწყო, როდესაც “ბარსამ” ისტორიაში მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი, მას შემდეგ რაც ფინალში “მეთოფეები” დაამარცხა. ერთი წლის შემდეგ კატალონიელები “ლივერპულმა” დაამარცხა, თუმცა თასი მათმა მეტოქემ “მილანმა” მოიპოვა.
2008 წელს ჩემპიონთა ლიგის თასი “მანჩესტერ იუნაიტედმა” მოიპოვა, მას შემდეგ რაც კატალონიურ გრანდს სძლია.
2009 წელს “ბარსელონამ” რომში “წითელ ეშმაკებს” სძლია და მესამედ მოიპოვა თასი. ანგარიში 2–0 დასრულდა, გოლები კი ეტო’ოსა და მესის ანგარიშზეა.
2010 წელს “ბარსას” ტრიუმფი “ინტერმა” შეაჩერა, ნახევარფინალში სძლია გუნდს და ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართა.
კლუბის ისტორიაში მეოთხე თასის მოპოვება კატალონიელებმა 2011 წელს, “უემბლის” სტადიონზე შეძლეს, მაშ შემდეგ რაც კიდევ ერთხელ დაამარცხეს “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები ანგარიშით 3–1.
გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის წოდება, ნახევარფინალში “ბარსას” დამარცხების შემდეგ, ლონდონურ კლუბ “ჩელსის” ერგო. იგივე განმეორდა წელსაც. ამჟამად თასი მიუნხენელებმა აღმართეს. ნახევარფინალში “ბარსას” განადგურების შემდეგ, ისინი “ბორუსიას” დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 2–1 სძლიეს.
