“მანჩესტერ სიტის” ბელგიელმა მცველმა, ვენსან კომპანიმ საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ იგი არ აპირებს “ქალაქელთა” რიგებიდან გადაბარგებას. როგორც მოგეხსენებათ ბელგიელი ფეხბურთელით კატალონიის “ბარსელონაა” დაინტერესებული, რომლებიც კომპანის დაცვის ცენტრის გაძლიერების ერთ-ერთ ალტერნატივად მიიჩნევენ.
როგორც თავად 27 წლის მცველმა განაცხადა იგი არ აპირებს ამჟამინდელი კლუბის დატოვებას: “მე არ ვაპირებ არსად გადასვლას. მე მომწონს “სიტიში” თამაში და ჩემი საქმის კეთებაც აქ მსურს”. – განაცხადა კომპანიმ.
