workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი “ბარსაში” დაბრუნებით გახარებულია

აბიდალი “ბარსაში” დაბრუნებით გახარებულია

 საფრანგეთის ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” მარცხენა მცველმა ერიკ აბიდალმა, მის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე სიხარული ვერ დამალა იმის გამო, რომ საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატზე კოშმარულად გამოსვლის და მისი არც თუ ისე საიმედო თამაშის შემდეგ “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბმა მისი გუნდიდან გაშვება არ მოისურვა.

“მე ძალიან გახარებული ვარ, რომ ისევ “ბარსას” ძირითად ფეხბურთელად ვითვლები და კლუბთან ერთად ვვარჯიშობ.”

ფრანგი აგრეთვე შეეხო ინცინდენტს, რომელის ნიკოლას ანელკასა და  საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელს რაიმონ დომენეკს შორის მოხდა.

“ეს ჩვენთვის  დიდი უბედურება იყო, არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციას ნაკრებში ეს არეულობაც დაერთო, შედეგი კი ყველამ ვიხილეთ, მთელი გუნდი ამ შემთხვევაში ორივეს ვადანაშაულებთ, მწვრთნელსაც და ფეხბურთელსაც.”

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და მექსიკის მატჩის შესვენებისას ნიკოლას ანელკამ უწმაწური სიტყვებით მიმართა რაიმონ დომენეკს, ამ უკანასკნელმა კი ის ნაკრებიდან საერთოდ მოკვეთა.

აბიდალმა რამდენიმე საიდუმლოსაც ახადა ფარდა და მეტად საინტერესო ინფორმაციები გააცნო ფართო საზოგადეოაბას, მისი თქმით გუნდში ძალიან ცუდი ატმოსფერი იყო შექმნილი და პრესკონფერენცია მეტად საინტერესო განცხადებით დაასრულა:

“როდესაც “ბარსელონაში” დავბრუნდი და გუნდთან ერთად ვივარჯიშე დავინახე, თუ რამხელა განსხვავებაა ამ ორი გუნდის ვარჯიშებს შორის, “ბარსაში” დატვირთვა ბევრად  მეტია და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მარცხი შესაძლოა ამანაც განაპირობა, გასახდელ ოთახში კი საშინელი სიტუაცია სუფევდა. ბოლო მატჩში კი მწვრთნელს ვთხოვე, რომ არ ვეთამაშებინე, რადგან სულიერად არ ვიყავი მზად მოედანზე გასასვლელად, ყველაფერი უსიამოვნოდ მეჩვენებოდა. მთელი მსოფლიო ჩემპიონატის მანძილზე ომი მიმიდნარეობდა პრესასა და მწვრთნელს შორის, ამის საფასური კი ფეხბურთელებმა გადავიხადეთ, ეს ჩვენ ძვირად დაგვიჯდა.”

დაამატა 31 წლის ფრანგმა.

 

“ისეთ სიტუაციაში ვიყავით, რომ  ერთი სული მქონდა “ბარსელონაში” დავბრუნებულიყავი და საყვარელი საქმისათვის  მომეკიდა ხელი”

აბიდალი იმედოვნებს, რომ მისი სანაკრებო კარიერა უკეთესობისკენ შეიცვლება და ახალი მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი მას ნაკრებში გამოიძახებს, აღსანიშნავია, რომ აბიდალი ერთ-ერთი პირველი იყო საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ვინც ლორან ბლანმა 22 კაციანი განაცხადიდან ამოიღო, რომელიც ნორვეგიასთან გასამართი ამხანაგური შეხვედრისათვის შეადგინა.

soccerway.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში