როგორც მოგეხსენებათ, კვირას გაიმართება დერბი “ესპანიოლსა” და “ბარსელონას” შორის, სადაც მეტოქე გუნდის პორტუგალიელ ფეხბურთელს, სიმაო საბროსას “ბარსელონაზე” შურისძიება სურს. სიმაოს აზრით თამაში ძალიან სანახაობრივი და კარგი იქნება და ასევე სურს გამარჯვება და გულშემატკივრის გახარება, რომლებიც “ესპანიოლის” ცხრილში უკუსვლამ ძალიან დაამწუხრა.
“დერბი არის დერბი და მიუხედავად იმისა, რომ ეს “ბარსელონაა” მაინც სულ სხვა თამაში იქნება. რა თქმა უნდა ყველას სურს ალბათ ასეთი გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობა და პირვლელი ეს მე ვარ. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ შეხვედრაში”. – ამბობს პორტუგალიელი ფეხბურთელი.
სიმაოს პირველი შეხვედრა “კამპ ნოუზე” ძალიან ცუდად დაამახსოვრდა, რომლის გუნდიც 4-0 განადგურდა და ახლა მისი თქმით შურისძიების დროა. “ჩვენ იმ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომები დავუშვით, რისთვისაც დავისაჯეთ. ძალიან მინდა შურისძიება და ასევე ძალიან მსურს ამ გამარჯვებით გავახაროთ გულშემატკივარი”.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ მისთვის “ესპანიოლის” ხელმძღვანელებს კლუბის დატოვება არ მოუთხოვიათ: “მე კლუბთან კიდევ ერთი წლით მაკავშირებს კონტრაქტი და ვაპირებ ამოვწურო ბოლომდე ეს ხელშეკრულება.” – დაასრულა სიმაომ.
