”მანჩესტერ იუნაიტედი” ”ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას შეძენას აპირებს, იტყობინება Marca.
ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობას უკვე გადაწყვეტილი აქვს ესპანელი ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხის გადახდა, რომელიც 18 მილიონ ევროს შეადგენს.
2 წლის წინ, როდესაც ტიაგომ კონტრაქტს ხელი მოაწერა მისი გამოსასყიდი თანხა 90 მილიონ ევროს შეადგენდა, თუმცა შეთანხმებაში ერთ-ერთი პუნქტის თანახმად შესაძლებელი იყო ამ თანხის 18 მილიონამდე დაყვანა. ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე საკმარის დროს არ გაატარებდა მოედანზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ალკანტარათი ასევე ინტერედება მიუნხენის ”ბაიერნი”, რომელსაც 1 ივლისიდან პეპ გუარდიოლა ჩაიბარებს.
მიმდინარე სეზონში ტიაგომ 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანაც შეძლო.



