ლიონელ მესიმ “ბარსელონას” შემადენლობაში ნეიმარის ხილვის სურვილი გამოთქვა, იტყობინება ესპანური პრესა. არგენტინელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრაზილიელის გადასვლით “ბლაუგრანა” საგრძნობლად გალიერდება.
“არ ვიცი, გადმოვა თუ არა ის “ბარსელონაში”. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თავად ნეიმარს შეუძლია. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფეხბურთელი მოედანზე გადამწყვეტ როლს თამაშობს და აქვს ის თვისებები, რომლებიც მას სხვა მოთამაშეებისგან გამოარჩევს. ნამდვილად შესანიშნავი იქნება, თუკი ის “ბარსელონაში” გადმოვა.” – განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად კატალონიური კლუბი ნეიმარის თაობაზე “სანტოსთან” მართავს მოლაპარაკებებს.
