”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, კარლეს ვილარუბიმ ისაუბრა, უკვე ოფიციალურ ინფორმაციაზე, იმაზე, რომ მოურინიო განთავისუფლებული იქნა მადრიდული კლუბიდან.
”ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მოურინიო – ესპანური ფეხბურთის მათრახია. მისი განთავისუფლება ჩვენი ჩემპიონატისთვის შესანიშნავი ამბავია. იგი თავის გარშემო ნეგატიურ ატმოსფეროს ქმნიდა.” – განაცხადა ვილარუბიმ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდელთა პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა უკვე ოფიციალურად გაუშვა მოურინიო თავისი გუნდიდან. სავარაუდოდ, პორტუგალიელი სპეციალისტი შემდეგი სეზონიდან ლონდონურ ”ჩელსის” გაწვრთნის.
