ლეო მესიმ საკმაოდ საინეტერესო ინეტრვიუ მისცა, სადაც სეზონი შეაჯამა და თავის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
მესი: “ძალიან ბედნიერი ვარ ლა ლიგის მოგებით. ესპანეთის ლიგა ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრია, რადგან რთული მეტოქეების დამარცხება გიწევს, მაგალითად ისეთის როგორიც “რეალ მადრიდია”. აქ მოთამაშე გუნდები მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესონი არიან.”
მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონამ” ცხრილში თავიდანვე უპირატესობა მოიპოვა, არგენტინელი მიიჩნევს, რომ გზა, რომელიც გუნდმა თასის მოსაპოვებლად განვლო საკმაოდ ძნელი იყო. “ამ შედეგის მიღწევა არც ისე ადვილი იყო, რადგან ჩვენ სეზონს დიდი ცვლილებით შევხვდით (იგულისხმება გვარდიოლას გუნდიდან წასვლა). ტიტომ თავი ყველაფერს კარგად გაართვა, მას ბევრი არაფერი შეუცვლია, ამიტომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩვენ ცვლილებები მაშინ ვიგრძენით, როდესაც ტიტომ დაგვტოვა. არა როურას ან სამწვრთნელო შტაბის დანარჩენი წევრების გამო, არამედ იმიტომ, რომ მთავარი მწვრთნელი ძალიან გვაკლდა და გვენატრებოდა.”
ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგაზეც გააკეთა კომენტარი: “ყოველთვის მოგება წარმოუდგენელია. ჩვენ ერთი და იმავე სტილით უკვე დიდი ხანია ვთამაშობთ და ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა ალღო აუღეს ჩვენს ტაქტიკას. მიუხედავად ამისა მოდუნების უფლება არ გვაქვს. არც “ბარსელონას” სტილის შეცვლა შეგვიძლია, რადგან გუნდი უკვე წლებია ამ ტაქტიკით ასპარეზობს. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია დავმშვიდდეთ და მომავალზე ვიფიქროთ .”
როდესაც მესის სამომავლო გეგმებზე ჰკითხეს, არგენტინელმა სუპერ ვარსკვლავმა განაცხადა: “ერთადერთი რაზეც ორიენტირებული ვარ “ბარსელონაში” თამაშია. მსურს ერთ დღეს არგენტინის რომელიმე კლუბში ვითამაში, მაგრამ ევროპის სხვა არცერთ კლუბში არ გადავალ”.
