საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ისტორია სამუდამოდ შეიცვალა 1992 წლის 20 მაისს. მოედანზე გასვლამდე, მთავარი მწვრთნელის, იოჰან კრუიფის დარიგება იყო: “უბრალოდ გადით და სიამოვნება მიიღეთ თამაშისგან”. მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლის გარეშე დასრულდა, რის გამოც დამატებითი დრო დაინიშნა. 111–ე წუთზე რონალდ კუმანის გატანილმა ფანტატიკურმა გოლმა “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტული მოუტანა. გუნდს “უემბლიზე” 25 000–ზე მეტი გულშემატკივარი გაჰყვა, მილიიონზე მეტი კი ქალაქის (ბარსელონას) ქუჩებში აღნიშნანვდა ამ უდიდეს, ისტორიულ გამარჯვებას.
[media=http://www.youtube.com/watch?v=znRrNZwcNnk]
