ესპანეთის ჩემპიონატის 22-ედ მოგებისადმი მიძღვნილი ზეიმის დროს, “ბარსელონას” კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გასული წელი გუნდისთვის რთული იყო.
“მხარდაჭერისთვის მადლობას გიხდით. რთული წელი გამოდგა, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატის მოგება მაინც მოვახერხეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ტიტო და აბიდალი ჩვენთან არიან. ახლა, ზეიმის დროა, ხოლო მომდევნო სეზონისგან უფრო მეტს ველით.” – განაცხადა კარლეს პუიოლმა.
შეგახსენებთ, რომ პუიოლმა ლა ლიგის თასის აწევის საშუალება ერიკ აბიდალსა და ტიტო ვილანოვას მისცა.
