”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ ისაუბრა ”სანტოსის” თავდამსხმელის, ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე კატალონიურ გრანდში.
“მე კარგად ვიცი ნეიმარის შესაძლებლობები უკვე 2-3 წელიწადია. იქიდან მოყოლებული, ფაქტიურად, მის თითოეულ თამაშს ვაკვირდებოდი. არამგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს მის სიდიადეში. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხილვა თავის კლუბში ნებისმიერ გრანდს სურს.” – განაცხადა ვილანოვამ.
შეგახსენებთ, რომ ესპანური გამოცემების თანახმად, ნეიმარის ტრანსფერი ”ბარსელონაში” კატალონიელებს 45 მილიონ ევროდ დაუჯდებათ.
