”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე დაადასტურა, რომ მომავალ კვირას ნიუ-იორკში გაემგზავრება, სადაც მას მორიგი მკურნალობა ჩაუტარდება. მკურნალობის ახალი კურსი განსაკუთრებულ ცენტრში შეიმუშავეს, სადაც ეფექტურობა მტკიცდება.
დაგეგმილი იყო, რომ ტიტო ამერიკაში ზაფხულში გაემგზავრებოდა, თუმცა ჩემპიონობის შემდეგ გადაყწდა, რომ კურსის გადადებას აზრი არ ჰქონდა. ნიუ-იორკში ვილანოვა ორშაბათიდან პარასკევამდე დარჩება.
