მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონამ” ანდერ ერერას დაუმიზნა

”ბარსელონამ” ანდერ ერერას დაუმიზნა

”ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი ბილბაოს ”ატლეტიკის” ნახევარმცველით, ანდერ ერერათი ინტერესდება, იტყობინება ესპანური პრესა. 

ფეხბურთელი და თავად ფეხბურთელის მამა უკვე შეხვდნენ კატალონიური კლუბის წარმომადგენლებს და ერთგვარი მოლაპარაკებაც იყო. თვითონ ერერა ძალზედ გაკვირვებული დარჩა, როდესაც გაიგო რომ მისით ლურჯ-ბროწეულისფრები ინტერესდებიან.

”პოზიციებზე, რომლებზეც მე თამაში შემიძლია ”ბარსელონას” არაჩვეულებრივი ფეხბურთელები მყავს, თუმცა ძალიან გამიხარდა, რომ ისეთმა ადამიანმა, როგორიცაა ანდონი სუბისარეტა იცის, თუ რისი გაკეთება შემიძლია და ჩემითაც ინტერესდება.” – განაცხადა ერერამ.

შეგახსენებთ, რომ კატალონიური გრანდი ზაფხულში მეკარის, მცველის, ნახევარმცველის და თავდამსმხელის შეძენას აპირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში