1) ვილიას დაბრუნება
საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ესპანელი ფეხბურთელი “რეალ სოსიედადთან” მატჩში დაბრუნდა. 8 თვიანი ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ასტურიელმა ფეხბურთელმა პირველივე შეხვედრაში გაიტანა გოლი.
2) “ქამბექი” “პისხუანზე”
სესკის დუბლისა და დეივიდ ვილიას გოლის წყალობით, კატალონიელებმა ანგარიში 2–0დან 2–3მდე გაზარდეს და “სანჩეს პისხუანზე” წარმოუდგენელი “ქამბექით” დაგვამახსოვრეს თავი. “სევილიას” დამარცხებით კატალონიელებმა ზედიზედ მეექვსე შეხედრაში გაიმარჯვეს.
3) ფრე პირველ “კლასიკოზე”
სეზონის მეშვიდე თამაში “კამპ ნოუზე” გაიმართა. ეს იყო ლა ლიგის ეგიდით ჩატარებული პირველი “კლასიკო”. მატჩი ანგარიშით 2–2 დასრულდა, გუნდის ლიდერებმა მესიმ და რონალდომ კი დუბლების შესრულება მოახერხეს.
4) ცხრა გატანილი გოლი “რიასორზე”
ეს ალბათ, კატალონიური კლუბის მიერ ჩატარებული, ყველაზე სანახაობრივი მატჩი იყო. შეხვედრა “რიასორზე” ანგარიშით 4–5 დასრულდა, მიუხედავად, მოედნიდან მასკერნოს გაძევებისა, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა შეძლეს სამი ქულის მოპოვება.
5) “ლა მასიას” თერთმეტეული
პირველივე ტაიმში ალვესის ტრავმის შემდეგ ის მარტინ მონტოიამ ჩაანაცვლა. ეს კი ისტორიული მოვლენის საბაბი გახდა. მოედანზე მყოფი თერთმეტივე ფეხბურთელი “ბარსას” ახალგაზრდული აკადემისს აღზრდილი გახლდათ.
6) ტიტოსადმი მიძღვნილი მატჩი
2012 წლის უკანასკნელი მატჩი ვალიადოლიდში გაიმართა. ეს იყო ტიტო ვილანოვას გარეშე ჩატარებული პირველი შეხვედრა. მთავარი მწვრთნელი დროებით ჟორდი როურამ შეცვალა, რომელმაც სამკაოდ კარგად ჩაანაცვლა ის .
7) პირველი წრე – 55 ქულა შესაძლო 57–დან
“ლა როსალედაზე” გამარჯვების შემდეგ, “ბარსელონამ”, კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა და პირველი წრე რეკორდული, 55 ქულით დაასრულა.
8) “ანოეტა” – პირველი მარცხი
ერთი კვირის შემდეგ, მე–20 ტურის დაპირისპირებაში, “ბარსელონა” ლა ლიგის ამ სეზონზე პირველად დამარცხდა. “რეალ სოსიედადის” ფეხბურთელებმა იმარჯვეს ანგარიშით 3–2. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელები პირველ ნახევარში უპირატესობას ფლობდნენ (0–2), პიკეს მოედნიდან გაძევების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
9) მესის კიდევ ერთი რეკორდი
ვიგოში, ლეო მესიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, მან ზედიზედ 19 შეხვედრაში გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი.
10) აბიდალის დაბრუნება
ერთი წლისა და ორი თვის შემდეგ, ფრანგმა ფეხბურთელმა “კამპ ნუზე” პირველად ითამაშა. ამავე დღეს “კამპ ნოუს” სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდა ასევე მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა.


