“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ გასულ სეზონში კლუბის მიღწევები შეაჯამა.
“ყოველთვის მოგება შეუძლებელია. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ერთნაირად ვთამაშობთ, ასე რომ მოწინააღმდეგეებმა და მწრთვნელებმა ჩვენი შესწავლა მოახერხეს. სწორედ ამიტომ მოხდა ის, რომ “ბაიერნთან” უშანსოდ დავმარცხდით ორივე შეხვედრაში. თუმცა ჩვენ ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ, უაზრო როტაციებს არ მივმართოთ და “ბარსელონას” სტილი აუცილებლად შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ ეს იყო და არის კლუბის სავიზიტო ბარათი. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და შემდეგ სეზონი ახალი შემართებით დავიწყოთ.” – განაცხადა არგენტინელმა სუპერ ვარსკვლავმა.
