“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა მადრიდის “რეალის” სანწვრთნელო შტაბი გააკრიტიკა. კრიტიკის მიზეზი კი მათი დამოკიდებულება ესპანეთის ნაკრების ნომერ პირველი მეკარის, იკერ კასილასისადმი გახდა.
შეგახსენებთ მადრიდელთა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ, რომელიც მომავალ ზაფხულს ესპანეთს დატოვებს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სათადარიგოთა სკამზე დასვა და განაცხადა, რომ კასილიასი ამ დროისთვის მადრიდის “რეალის” ძირითად მეკარე დიეგო ლოპესს კონკურენციას ვერ უწევს.
“ჯერ კიდევ სექტემბერში, ისინი თვლიდნენ, რომ იკერი “ოქროს ბურთს” მიიღებდა. ახლა კი მას ისევე ექცევიან, როგორც მკვდარ ტყეს” – განაცხადა ჩავიმ.
