მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟიული: “მე შემიძლია “კამპ ნოუზე” უბილეთოდ შევიდე”

ჟიული: “მე შემიძლია “კამპ ნოუზე” უბილეთოდ შევიდე”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა ლიუდოვიკ ჟიულიმ, რომელიც ამჟამად ფრანგული “ლორიანის” ღირსებას იცავს, კატალონიური კლუბის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. იტყობინება, AS. 

“მე დღესაც შემიძლია “კამპ ნოუზე” უბილეთოდ შევიდე, რადგან მე ხალხს ვახსოვარ. “ბარსელონას” სჩვევია ხოლმე საკუთარი ფეხბურთელების დაფასება. როდესაც მე “ბარსელონაში” გადავედი კლუბში პირველ დღეს თეთრი კოსტიუმი მეცვა. მინდოდა, ლამაზად ჩამეცვა. თუმცა საკმაოდ თვალსამჩნევი იყო ჩემთვის ხალხის გამოხედვა ჩემს მიმართ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს მადრიდის “რეალის” ფერი იყო ! მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მე მითხრა, რომ აღარასდროს ჩამეცვა თეთრი ფერი.” – განაცხადა ჟიულიმ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში