გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა კლუბის ფრანგ ვეტერან მცველს ერიკ აბიდალს ახალ კონტრაქტს მაინც სთავაზობს თუმცა ამჯერად სიტყვა თავად ფეხბურთელზეა.
“კლუბმა აბიდალს ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ამჯერად გადაწყვეტილება თავად აბიდალზეა დამოკიდებული. უახლოეს დღეებში კი ის კლუბის ხელმძღვანელობასაც უნდა შეხვდეს.” – განაცხადა კლუბის ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა ტონი ფრეიშამ.
