მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: „ამ თაობას უფრო მეტი ტიტულის მოგება შეუძლია“

ჩავი: „ამ თაობას უფრო მეტი ტიტულის მოგება შეუძლია“

ჩავი ერნანდესმა დღეს პრესის წარმომადგენლებს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა. “ბარსას” ვიცე–კაპიტანმა იმ ატმოსფეროზე ისაუბრა, რომელიც გინდში ახლა ტრიალებს, ასევე მის პერსონალურ რეკორდზეც გაამახვილა ყურადღება, შეგახსენებთ, რომ ჩავიმ ლა ლიგის 7 ტიტულის მოპობა შეძლო: “ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ ლიგა მეშვიდედ მოვიგე. ჩვემთვის შვიდივე თასი უმნიშვნელოვანესია. მე ძალიან ვამაყობ ამ თაობის ფეხბურთელებით და ვთვლი, რომ ეს თასები არა მე, არამედ “ბარსამ” მოიგო.”–განაცხადა კატალონიელმა და დასძინა: “ამ თაობის ფეხბურთელებს უფრო მეტი ტიტულის მოპოვება შეუძლიათ”.

“ეს გუნდი საკმაოდ კონკურენტუნარიანია. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ის, რაც წლების განმავლობაში შევქმენით. ყოველ წელს თასის მოგება კი ძალიან ძნელია”.

ჩავიმ აღიარა, რომ მას არ იზიდავს იდეა, რომლის მიხედვიდაც გუნდი ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს: “ვთვლი, რომ პატარ–პატარა ცვლილებები საჭიროა. ბევრი მიიჩნევს, რომ გუნდში საშინელი სიტუაციაა და ჩვენ აუცილებლად მთელი გუნდი უნდა შევცვალოთ, რასაც არ ვეთანხმები.” – განაცხადა ნახევარმცველმა, მან ასევე დასძინა: “ვიმედოვნებ, რომ  მაღალ დონეს ჩვენებას კიდევ სამი წლის განმავლობაში შევძლებ, რადგან კონტრაქტი სწორედ სამ წელზეა გათვლილი”.

“ჩვენ ყველამ დიდი სიამოვნება მივიღეთ საჩემპიონო მსვლელობით. ვართ ძალიან ამაყები, რადგან ლა ლიგის თასის მოგება შევძელით და ეს სიხარული ჩვენს ფანებსაც გავუზიარეთ. ჩვენი მიზანია ფანები ვასიამოვნოთ” – დაასრულა ჩავიმ

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში