”ბარსელონა” პოლონეთში ამხანაგურ მატჩს 20 ივლისს ჩაატარებს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ცნობილია თარიღი, მოწინააღმდეგე და მატჩის გასამართი ადგილი ჯერ-ჯერობით უცნობია, იტყობინება ლურჯ-ბროწეულისფრების ოფიციალური საიტი.
ეს შეხვედრა კატალონიელთათვის სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე პირველი იქნება. ამის შემდეგ ”ბლაუგრანა” 24 ივლისს ითამაშებს მიუნხენში, შემდეგ 27 ივლისს ოსლოში, 7 აგვისტოს ბანგკოკში, ხოლო 10 აგვისტოს კუალა-ლუმპურაში, განაცხადა კლუბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ტონი ფრეიშამ.
შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონამ” ნაადრევად გაიფორმა ესპანეთის ჩემპიონობა, ხოლო რაც შეეხება ესპანეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგას, ორივე მათგანში გათამაშებას ნახევარფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.
