ესპანური პრესა იტყობინება, რომ “ბარსელონას” ხელმძღვანელობა იმაზე მეტ სატრანსფერო თანხას არ გაიღებს, რამდენიც – გასულ ზაფხულს.
საუბარია 50 მილიონ ევროზე. კლუბის მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა დიდ თანხას სატრანსფეროდ არ უნდა ელოდეს, რადგან კატალონიური გრანდი აგრძელებს თავისი დავალიანების დაფარვას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არანაირი შანსი არაა იმისა, რათა გუნდის გაძლიერებაზე დიდი თანხა დაიხარჯოს. კლუბს სატრანსფერო თანხა იმ შემთხვევაში გაეზრდება, თუ ლურჯ-ბროწეულიდფერები რამდენიმე ფეხბურთელს გაყიდიან, მაგალითან ვიქტორ ვალდესს, რომელსაც კლუბის დატოვება ამ ზაფხულს სურს, მიუხედავად თავისი კონტრაქტისა, რომლის თანახმადაც ის და “ბარსელონა” 2014 წლამდე არიან დაკავშირებულნი.


