“ბარსელონას” პრეზიდენტმა სანდრო როსელმა ნეიმარის კატალონიაში შესაძლო გადაბარგებაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრზე მადრიდის “რეალიც” “ნადირობს”. სამეფო გუნდი მზადაა მას 10 მილიონი ევრო გადაუხადოს წელიწადში. ზუსტად იმდენივე რამდენსაც პორტუგალიელი რონალდუ იღებს.
“ნეიმარით ძალიან ბევრია დაინტერესებული. ჩვენც განვაცხადეთ, რომ ტიტოს ძალიან მოსწონს ის. მაგრამ ნეიმარი სხვა მწვრთნელებსაც მოსწონთ. ამჟამად მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავი “სანტოსის” ფეხბურთელია.” – განაცხადა სანდრო როსელმა.
