ტიტო ვილანოვამ მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია გამართა: “ჩვენ ვიცოდით, რომ სეზონის დასაწყისში მაქსუმალურად უნდა მოგვეგროვებინა ქულები, ჩვენ ეს შევძელით რამაც დიდი უპირატესობა მოგვანიჭა. სეზონის მეორე ნახევარში “რეალ მადრიდის” ფეხბურთელებმა განსაკუთრებულად ითამაშეს, თუმცა ჩვენ სულიერად და მორალურად მზად ვიყავით”.
“ლა ლიგის მოგება შესანიშნავია, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც გასულ სეზონში ამ თასის მოპოვება ვერ შევძელით”. როდესაც ტიტოს სთხოვეს შეეფასებინა მთელი სეზონი მან განაცხადა: “სეზონი, რომლის დროსაც თასს იგებ ყოველთვის შეიძლება წარმატებულად მიიჩნიო. ჩვენ ვწუხვართ იმის გამო, რომ ჩემპიონთა ლიგაზე უკეთესი შედეგი ვერ ვაჩვენეთ. მომავალი სეზონი ბევრად რთული იქნება, ჩვენ ვეცდებით, რომ ეს თასიც მოვიგოთ “.
“მე ამ ტიტულს ჩემს მეოთხე თასად აღვიქვამ და მისი მოგებით ისევე აღფრთოვანებული ვარ, როგორც წინა 3 შემთხვევაში ვიყავი”. ბოლოს კი როდესაც ტიტოს ჰკითხეს შესაძლო 100 ქულის მოპოვების შესახებ “ბარსას” მენეჯერმა განაცხადა: “თუ ჩვენ ამის შანსი გვაქვს, მის მისაღწევად აუცილებლად ვიბრძოლებთ”.
ვილანოვა “ბარსელონას” ისტორიაში არის მეექვსე მწვრთნელი, რომელმაც ლა ლიგა სადებიუტო წელსვე მოიგო.
