მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილანოვა: ”მესის დაზიანების სირთულეს ხვალინდელი გამოკვლევა გვიჩვენებს”

ვილანოვა: ”მესის დაზიანების სირთულეს ხვალინდელი გამოკვლევა გვიჩვენებს”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ვერ შეძლო ”ატლეტიკოს” წინააღმდეგ მატჩის ბოლომდე დამთავრება. დაზიანების გამო ფეხბურთელი იძულებული გახდა მეორე ტაიმის მსვლელობისას მოედანი დაეტოვა. ასე რომ კატალონიელებმა მატჩი კაცნაკლულებმა ჩაამთავრეს, ვინაიდან სამწვრთნელო შტაბს 3-ივე ცვლილების უფლება გამოყენებული ჰქონდა. 

თამაშის-შემდოგ პრეს-კონფერენციაზე ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ განაცხადა, რომ 13 მაისს მესის სამედიცინო კვლევა ჩაუტარდება. ”მესის დაზიანების სირთულეს ხვალინდელი გამოკვლევა გვიჩვენებს. ვნახავთ, თუ რა ხნით გამოეთიშება იგი ფეხბურთს.” – ციტირებს ვილანოვას ესპანური პრესა.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში