მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის რეკორდული სერია შეწყდა

მესის რეკორდული სერია შეწყდა

”ბარსელონას” თავდამსხმელის, ლიონელ მესის ესპანეთის ჩემპიონატის ტურებში ზედიზედ გატანილი გოლების რეკორდული სერია შეწყდა! 

შეგახსენებთ, რომ ეს საოცარი სერია უკვე 21 მატჩს ითვლიდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ამ რეკორდს საფუძველი 11 ნოემბერს ჩაუყარა, როდესაც მან ”მალიორკას” კარი აიღო. აქედან მოყოლებული დღემდე იგი ყველა შეხვედრაში ახერხებდა მეტოქეთა კარის აღებას, მაგრამ მადრიდის ”ატლეტიკომ” შეძლო და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გოლი არ გაატანინა. ლა ლიგის ბომბარდირთა ცხრილში ლიონელი 46 გოლით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან რონალდუს 12 გოლით ასწრებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში