მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ კატალონიის “ბარსელონას” ესპანელი თავდამსხმელის, დავიდ ვილიას შეძენის შესაძლებლობები შეაფასა.
“ჩვენ ყოველთვის ვაკვირდებოდით ვარსკვლავურ ფეხბურთელებს და განვიხილავდით მათ ტრანსფერს. ამ მომენტისათვის ვილია – “ბარსელონას” ფეხბურთელია. თუ ჩვენ მისი გადმობირება მოგვინდა პირველ რიგში აუცილებლად “ბარსელონას” ხელმძღვანელობას შევხვდებით.” – იტყობინება სერესოს სიტყვებს, Goal.
შეგახსენებთ, რომ ვილიას “ატლეტიკოში” რადამელ ფალკაოს შემცვლელად მოისაზრებენ, რომელიც უკვე თითქმის შეუთანხმდა ფრანგულ “მონაკოს”.
