”ბარსელონას” მცველმა, დანი ალვესმა, რომელიც კატალონიელთა რიგებში ესპანეთის ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა, ეს გამარჯვება გუნდის მთავარ მწვრთნელს, ტიტოსა და მცველ, ერიკ აბიდალს მიუძღვნა.
”ვულოცავ ყველა ჩემ გუნდელს, განსაკუთრებით ტიტო ვილანოვასა და ერიკ აბიდალს. ეს გამარჯვება თქვენთვის იყო!” – განაცხადა ბრაზილიელმა მცველმა საკუთარ თვითერზე.
შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონა” იმის შემდეგ გახდა ჩემპიონი, რაც ”რეალმა” ვერ შეძლო თავისი მეტოქის, ”ესპანიოლის” დამარცხება. მადრიდელებს ახლა ჩემპიონობის თეორიული შანსიც აღარ აქვთ.
