კატალონიის “ბარსელონამ” ამჯერად თვალი გერმანული “დორტმუნდის” ამომავალ ვარსკვლავს მარკო როისს დაადგა. როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo იტყობინება, “ბარსელონას” წარმომადგენლები უკვე მზად არიან შეთავაზება გააკეთონ “დორტმუნდის” შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერთან დაკავშირებით.
ესპანურ გრანდში სჯერათ, რომ როისის ტრანსფერი პრიორიტეტულია ამასთან ის ფაქტიც მეტყველებს, რომ როისი ესპანური პრიმერა დივიზიონის ფანია. ტრანსფერის ყველაზე გამართულებელი პროცესი ის არის, რომ როისის კონტრაქტში გამოსასყიდი კონკრეტული თანხა არ არის ჩაწერილი ასე, რომ “დორტმუნდს” შეუძლია “ჩაიფიქროს” და “ბარსელონას” ნებისმიერი ციფრები დაუსახელოს გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გასაყიდად.
შეგახსენებთ, რომ მედია აქამდე როისის მიმართ ინტერესსზე “მანჩესტერ იუნაიტედს” და “მანჩესტერ სიტის” უკავშირებდა.
