კატალონიის “ბარსელონას” კანტერამ სერხი სამპერმა კატალონიურ გრანდთან ხელშეკრულება 2017 წლამდე გაახანგრძლივა. შეგახსენებთ, რომ 18 წლის ფეხბურთელი “ბარსელონა ბ”-ს წევრია.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა უკვე გააკეთა განცხადება ამ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარ “ტვიტერზე”:
“ძალიან მოხარული ვარ, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივე. მე ამაზე ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვოცნებობდი.” – დაწერა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ სერხი სამპერმა მონაწილეობა ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებშიც მიიღო, 2013 წელს კი 19-წლამდელთა ნაკრების განაცხადშიც მოხვდა.



