მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარის თქმით ის “სანტოს” მსოფლიოს ჩემპიონატამდე არ დატოვებს

ნეიმარის თქმით ის “სანტოს” მსოფლიოს ჩემპიონატამდე არ დატოვებს

ბრაზილიელი ფეხბურთელის, ნეიმარის თქმით ის არ აპირებს “სანტოსის” დატოვებას მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატამდე და ასევე უარყო წინასწარი შეთანხმება ევროპულ კლუბებთან.

ფრანგულ ჟურნალთან “Le Monde”-სთან საუბარში ნეიმარმა განაცხადა, რომ იგი კონტრაქტის ამოწურვამდე აპირებს “სანტოსში” დარჩენას და ამბობს ასევე, რომ მისი მთავარი მიზანი წელს ბრაზილიის ჩემპიონატში საუკეთესო სეზონის ჩატარებაა. როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნეიმარმა წინასწარ შეათანხმა “ბარსელონასთან” კონტრაქტის საკითხები, რასაც თავად ბრაზილიელი უარყოფს და ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი თუ მომავალში რომელ კლუბში გააგრძელებს ასპარეზობას.

ნეიმარის თქმით მას არაერთი ვარიანტი აქვს ევროპიდან და იგი ოდესმე აუცილებლად დატოვებს ბრაზილიას და გადაბარგდება ევროპის რომელიმე კლუბში. როგორც ახალგაზრდა ვარსკვლავი ამბობს, მას ჯერ ჯერობით კიდევ ძალიან ბევრი რამ აქვს სასწავლი და სურს გააუმჯობესოს საკუთარი თამაში და უფრო მეტად გაძლიერდეს ფიზიკურად. “ზეწოლა ჩემზე ძალიან დიდია, თუმცა ვცდილობ ყოველთვის ვიყო ძლიერი და პოზიტიური”. – განაცხადა მან.

ნეიმარი ბრაზილიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და 2012 წელს ის მსოფლიოში მესამე ფეხბურთელი იყო შემოსავლების მხრივ. სამხრეთ ამერიკელის თქმით მისი ოცნებაა გააუმჯობესოს მისი კერპების შედეგები, კონრეტულად კი: რონალდინიოს, რონალდოს, ზიდანის, კაკას და რომარიოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში