”ბარსელონას” ხელმძღვანელობა არ ჩქარობს ერიკ აბიდალთან ახალი ხელშეკრულებს გაფორმებას.
კატალონიური კლუბის წარმომადგენლებმა 33 წლის ფრანგი ფეხბურთელის აგენტს შეატყობინეს, რომ მოლაპარაკებებს სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყებენ, იტყობინება ”Barcastaff”-ი რადიოსტანცია ”Rac1”-ზე დაყრდნობით.
ადრე ვრცელდებოდა ცნობა იმის შესახებ, რომ ”ბარსელონა” არ აპირებდა აბიდალთან კონტრაქტის გახანგრძლივებას იმის გამო, რომ ფეხბურთელი ვერ დაბრუნდა ძველ დონეზე და მას მხოლოდ ადმინისტრაციულ თანამდებობას შესთავაზებდნენ კლუბში.
