მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრეგასი “ბარსელონას” დატოვებას არ აპირებს

ფაბრეგასი “ბარსელონას” დატოვებას არ აპირებს

სესკ ფაბრეგასის თქმით, იგი საკუთარი ნებით არ აპირებს კატალონიური გრანდის დატოვებას და არც თუ ისე კარგი სეზონის მიუხედავად მომავალ სეზონშიც “ბარსელონაში” სურს თამაში.

ბოლო დღეებში ბრიტანული პრესა ავრცელებდა ჭორებს, რომ ფაბრეგასი ტოვებს “ბარსელონას” და ბრუნდებოდა ინგლისში, კონკრეტულად კი “არსენალში”. თუმცა ფაბრეგასის თქმით იგი ნამდვილად არ აპირებს უკან დაბრუნებას და მან ასევე თქვა ისიც, რომ მას არანაირი ახალი სახლი ლონდონში არ შეუძენია. ფაბრეგასის წასვლის თაობაზე ჭორები უკვე არაერთხელ გავრცელდა, ეს იყო “მილანთან” ცუდი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ. ამის შემდეგ მან სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და ასევე იყო საკმაოდ ბევრი მატჩიც, სადაც ფაბრეგასი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ბოლოს კი “ბაიერნთან” ჩატარებული შეხვედრაც დაემატა ამ ყველაფერს.

შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასმა ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 10 გოლის გატანა და 10 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში