მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსამ” შესაძლოა მონტოია “ინტერში” იჯარით გაუშვას

“ბარსამ” შესაძლოა მონტოია “ინტერში” იჯარით გაუშვას

არ არის გამორიცხული, რომ ახალგაზრდა მოთამაშე უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მილანში გადაბარგდეს.

ესპანური Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის განაპირა მცველი, შესაძლოა ზაფხულში “ნერაძურის” შემადგენლობას იჯარის წესით შეურეთდეს. მანამდე კი, არსებობდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იტალიელები მონტოიას თამაშით არიან დაინტერესებულნი. ეს იმით არის გამოწვეული, რომ მათ კაპიტან ხავიერ ძანეტის, ტრავმის გამო, ლაზარეთში ყოფნა დიდი ხნით მოუწევს და ამ დროის მანძილზე, არგენტინელის შეცვლა საჭიროა. თუმცა, ჯერ არ არის გარკვეული, დათანხმდებიან თუ არა არენდის წესით გადაყვანის ვარიანტს “ინტერის” ხელმძღვანელები. “ბარსასთან” მცველის მიმდინარე კონტრაქტი, 2014 წლის ზაფხულში იწურება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ბლაუგრანას” ხელმძღვანელები მონტოიას ერთ-ერთ პოტენციურ მოთამაშედ ხედავენ, რომელსაც მომავალში მოედნის მარჯვენა ფლანგზე, დანი ალვესის ჩანაცვლება შეეძლება. სწორედ ამის გამო, “ბარსას” მისი არა გაყიდვა, არამედ გაქირავება სურს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში