მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი: “არ ვიცოდი თუ მხოლოდ მოურინიოს შეეძლო ყველაფერზე საუბარი”

ბუსკეტსი: “არ ვიცოდი თუ მხოლოდ მოურინიოს შეეძლო ყველაფერზე საუბარი”

კატალონიის “ბარსელონას” ესპანელმა ნახევარმცველმა პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოს განცხადებას კომენტარი გაუკეთა. შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალის” მწვრთნელმა კატალონიელების თამაში გააკრიტიკა. 

“მოურინიოს სიტყვებს შემიძლია ასე ვუპასუხო: არ ვიცოდი თუ მხოლოდ მოურინიოს შეეძლო ამ სამყაროში ყველაზე და ყველაფერზე საუბარი.” – განაცხადა ბუსკეტსმა. 

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილიასი დაიცვა, რომელიც მოედანზე იანვრის შემდეგ არ გამოჩენილა. მოურინიომ კი ამ გამოხმაურებას ასეთი პასუხი გასცა: “ინიესტამ როგორც უნდა ისე იფიქროს, მაგრამ უმჯობესია მან საკუთარ გუნდზე იფიქროს, ისინი ხომ ნახევარფინალში “ბაიერნთან” მესის გარეშე განადგურდნენ, თავად კი საკუთარ თავს არ ჰგავდა.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში