არგენტინის ნაკრების ყოფილი მეკარე, უგო გატი თვლის, რომ ”ბარსელონას” თავდამსხმელისთვის, ლიონელ მესისთვის, უმჯობესია კლუბის შეცვლა, იტყობინება სამხრეთ-ამერიკული პრესა.
გატი თვლის, რომ მესისთვის საუკეთესო ვარიანტი მადრიდის ”რეალია”.
”რეალის” შემადგენლობაში მესის თამაშის ყურება 1-2ჯერ სასიამოვნო იქნება. იგი ვერასოდეს იქნება ბედნიერი, თუ მადრიდის ”რეალში” არ გადავა. თუ იგი დაიცავს სხვა კლუბის ღირსებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მისი შედარება პელესთან და მარადონასთან.” – განაცხადა გატიმ.
თავად არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კი არაერთხელ განაცხადა, რომ არც კი გაუფიქრია ”ბარსელონას” ”რეალში” გაცვლაზე.

