”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ პირადად სთხოვა კლუბის მეკარეს, ვიქტორ ვალდესს კლუბში დარჩენა.
აქედან გამომდინარე, ესპანელი მეკარე კატალონიაში კიდევ 1 სეზონით დარჩება. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის კონტრაქტი ”ბარსელონასთან” 2014 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი და მას უკვე ჰქონდა განცხადებული, რომ კლუბის შეცვლას აპირებდა.
