”ბარსელონას” ხელმძღვანელობა არ მალავს სიმპათიებს ”მალაგას” ფეხბურთელისადმი და ზაფხულში ეცდება მის კატალონიაში გადმობირებას.
თვითონ 21 წლის ფეხბურთელი არ არის ამ ტრანსფერის წინააღმდეგი, მაგრამ უფრო მეტი შანსი მისი ტრანსფერისა არის ან ”მანჩესტერ სიტიში” ან ”მონაკოში”.
ისკოს კონტრაქტი ესპანურ კლუბთან 2016 წლამდეა გათვლილი და შეიცავს ერთ-ერთ პუნქტს, რომლის თანახმადაც ჯარიმის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა 35 მილიონ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გახდა ცნობილი ”ბარსელონას” გიუნდოგანის მიმართ სიმპათიების შესახებ.
