კამერუნელმა ფეხბურთელმა, ალექს სონგმა განაცხადა, რომ რთულია მისთვის ილაპარაკოს საკუთარ მომავალზე, რადგანაც ეს მასზე დამოკიდებული ძალიან მცირედითაა.
“ძნელია ლაპარაკი ჩემს მომავალზე, რადგანაც ჩემზე ეს მცირედით არის დამოკიდებული. მე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ბედნიერი ვარ “ბარსელონაში” და მსურს კვლავ გავაგრძელო აქ თამაში. მე დღეს დღეობით რაც ვარ ეს არსენ ვენგერის დამსახურებაა, იგი თვლიდა, რომ მე უკვე ღირსი ვიყავი მეთამაშა მის კლუბში მაშინ, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ 17 წლის ვიყავი”. – განაცხადა სონგმა.
