მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი ფიქრობს, რომ კლუბი კონტრაქტს არ გაუგრძელებს

აბიდალი ფიქრობს, რომ კლუბი კონტრაქტს არ გაუგრძელებს

 

”ბარსელონას” მცველს, ერიკ აბიდალს არ სჯერა იმის, რომ კლუბი ახალ ხელშეკრულებას გაუფორმებს.

33 წლის ფრანგის კონტრაქტი 30 ივნისს იწურება, კატალონიური კლუბის წარმომადგენლებს კი მოლაპარაკებები გახანგრძლივებასთან დაკავშირებით არ დაუწყიათ, იტყობინება ”Cadena Cope”.

ერიკ აბიდალმა ”ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ არაერთელ განაცხადა, რომ კარიერის დასრულება ამ კლუბში სურდა. ”ლიონიდან” ესპანეთში ის 2007 წელს გადაბარგდა.

გაზეთი ”Sport”-ის ინფორმაციით კლუბის ხელმძღვანელები ნამდვილად არ აპირებენ ხელშეკრულების გაგრძელებას, რადგან მიიჩნევენ, რომ ღვიძლზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ფეხბურთელი ძველ დონეზე ვერ დაბრუნდება და მას კლუბში ადმინისტრაციულ თანამდებობას სთავაზობენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში