“ბარსელონას” ქალთა კლუბი “სან მამესზე” ბილბაოს “ატლეტიკს” დაუპირისპირდა, 2–1 სძლია მეტოქეს და ჩემპიონის ტიტულიც დაიმსახურა.
ჩავი ლიორენის ფეხბურთელებმა თამაშის დაწყებიდან მალევე მოიპოვეს უირატესობა და 2 წუთის შემდეგ ფანტასტიკური გოლი გაიტანეს საჯარიმო დარტყმით. ანგარიში მელანიმ გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ “ატლეტიკის” ფეხბურთელები ცდილიბდნენ აგარიშის გათანაბრებას, მათ ეს პირველი ნახევრის მიწურულამდე მოახერხეს. ანგარიში იბარამ ასევე საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა და არანაირი შანსი დაუტოვა “ბარსას” მეკარე – რაფოლასს.
მეორე ნხევრში “ბლაუგრანას” მწვრთნელმა ჩავი ლიორენმა მატჩისათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე შეცვლა განახორციელა და 65 წუთზე მოედანზე კენტი შემოვიდა, რომელმაც 72–ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.
“ბარსას” ქალთა გუნდმა ისტორიაში მეორედ ჩეძლო ლიგის ტიტულის მოპოვება.
