მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკეს ვილანოვას სიტყვები არ ეწყინა

პიკეს ვილანოვას სიტყვები არ ეწყინა

”ბარსელონას” მცველმა, ხერარ პიკემ განაცხადა, რომ მას არანაირი კონფლიქტი არ აქვს გუნდის მთავარ მწვრთნელთან.

შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ ვილანოვამ ძალიან უხეში კომენტარი გაუკეთა პიკეს სიტყვებს.

”ტიტოზე მხოლოდ კარგს ვფიქრობ, იგი მწვრთნიდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მე 15 წლის ვიყავი. არანაირი ნეგატიური ემოცია არ მქონია, იმის თაობაზე თუ რა განაცხადა მან. ტიტო ჩვენი მწვრთნელია და სრული უფლება აქვს განაცხადოს რაც უნდა. ჩემ სიტყვებში, რომ გუნდს ცვლილებები სჭირდება, მე ვიგულისხმე ის რომ გუნდი უკეთესად უნდა ათამაშდეს და საკუთარი თამაში აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს. ჩვენ ყველა ვალდებულნი ვართ გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში.” – განაცხადა პიკემ.

ტიტომ ორიდე დღის თავადვე განაცხადა, რომ მას და პიკეს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და ეს უბრალო ხუმრობა იყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში