1983 წლის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო და ბრაზილიის ერთ-ერთ ღარიბ უბანში პატარა ბიჭი დაიბადა, სახელად დანიელ ალვესი. იგი ბავშვობიდან გამოირჩევა მუდამ აცანცარებული ხასიათით, მაგრამ ეს არ უშლის მას ხელს ითამაშოს ფეხბურთი ასეთი ენთუზიაზმით და მონდომებით.
არ დაგიმალავთ, ალვესი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია. ყველასგან გამორჩეული ხასიათი აქვს, რაც მას განსაკუთრებულს ხდის, ხოლო ლაპარაკს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი ”ბარსელონასთვის”, აზრი არ აქვს. მთელი საიტის სახელით, მინდა ვუსურვო მას ჯანმრთელობა და ბედნიერება. გუშინდელი ბრწყინვალე მატჩი კი მისთვის ერთგვარი საჩუარი იქნება ”ბლაუგრანას” სხვა ფეხბურთელებისგან, განსაკუთრებით კი მისი უახლოესი მეგობრისგან: ლიონელ მესისგან.
დაბადების დღეს გილოცავთ, ცანცარ!

