მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” ჰუმელსთან შეათანხმა – შემდეგი სვლა ვილანოვაზეა

“ბარსელონამ” ჰუმელსთან შეათანხმა – შემდეგი სვლა ვილანოვაზეა

ესპანური პრესის თანახმად, კატალონიის “ბარსელონამ” შეთანხმებას მიაღწია “დორტმუნდთან” მატს ჰუმელსის თაობაზე.

წყაროს თანახმად “ბარსელონამ” გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთან მიაღწია შეთანხმებას და მის სანაცვლოდ ესპანელები 25 მილიონ ევროს გადაიხდიან, მაგრამ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელები ახლა მხოლოდ ვილანოვას პასუხს ელოდებიან. ასევე კარგად ცნობილია ჩვენთვის ისიც, რომ ტიტო ვილანოვა ძალიან მოხიბლულია “პსჟ-ს” ბრაზილიელი მცველით, ტიაგო სილვათი რომლის ხილვაც მწვრთნელს თავის რიგებში სურს.

რაც შეეხება ჰუმელს, მისი თქმით იგი მოხარულია “ბორუსიაში” თამაშით, მაგრამ “ბარსელონა” არის ის კლუბი, სადაც გერმანელ ფეხბურთელს სურს თამაში და მზად არის კატალონიური გრანდის გამო მან დატოვოს ბუნდესლიგა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში