კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ იგი არ შეხვედრია ხოსეპ გვარდიოლას მას შემდეგ რაც ესპანელმა კატალონიური კლუბი დატოვა. იტყობინება, ესპანური პრესა.
მესიმ ასევე უპასუხა კითხვას სადაც არგენტინელს შეეკითხნენ გვარდიოლას არგენტინის ნაკრებში სამომავლოდ სავარაუდო მუშაობაზე.
“მას შემდეგ რაც გვარდიოლამ “ბარსელონა” დატოვა მე მასთან კონტაქტი არ მქონია. რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ ნაკრებს არამგონია გვარდიოლამ იგი მომავალში ჩაიბაროს. ჩვენს ქვეყანაში არ დაუშვებენ, რომ “ალბისელესტეს” სათავეში სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ედგას.” – განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა შემდეგი სეზონის დასაწყისში მიუნხენის “ბაიერნს” ჩაიბარებს.
