მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საბელიამ გადაწყვიტა მესის ეწვიოს

საბელიამ გადაწყვიტა მესის ეწვიოს

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეხანდრო საბელიამ გადაწყვიტა ბარსელონაში გამგზავრება, რათა შეხვდეს ლიონელ მესის. ეს უკანასკნელი კვლავ განაგრძობს აღდგენას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში “პსჟ”-თან მიღებული ტრავმის შემდეგ. 

“მე ვაპირებ დაველაპარაკო ლეოს და ხავიერ მასკერანოს.  მსურს ვნახო სიტუაცია და თუ როგორ მიმდინარეობს აღდგენითი პროცესი. რასაკვირველია ლეო და ხავიერი ჩვენი გუნდის კაპიტანი და ვიცე-კაპიტანია.” – განაცხადა საბელიამ. 

საბელია ასევე აპირებს მილანსაც ესტუმროს სადაც “ინტერის” ვეტერან ფეხბურთელს ხავიერ ძანეტის მოინახულებს, რომელმაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ მძიმე ტრავმა მიიღო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში