workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნურაფერზე ნუ იღელვებთ

ნურაფერზე ნუ იღელვებთ

პეპს დიდი უპირატესობა აქვს. მაურინიომ, ახალი გუნდი უნდა შექმნას, რაც მთელ რიგ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ბლანკოსის ფეხბურთელებს განსხვავებულ სათამაშო სტილსა და პორტუგალიელის მძიმე ხასიათთან მოუწევთ შეგუება.

გვარდიოლას კი საქმე უკვე აწყობილი აქვს. თუმცა, მოდუნება და დაპყრობილი მწვერვალებით ტკბობაც არ შეიძლება. პეპს, ყოველთვის კარგად გამოსდიოდა ფეხბურთელების მოტივირება და დარწმუნებული ვარ, მოახლოვებულ სეზონშიც მებრძოლ გუნდს წარუდგენს პუბლიკას, რომელიც ყველა მატჩში მოსაგებად გავა მოედანზე.

იმდენად შევეჩვიეთ ფეხბურთელებს სტანდარტულ განცხადებებს, რომ როდესაც ვიღაც განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს, ყურს სიამოვნებს. ეს იშვიათი გამონაკლისი ამჯერად, ბოიან კრკიჩი გახლავთ, რომელიც უკვე 20 წლისაა და მომავალ სეზონს სულმოუთქმელად ელის, რათა თავისი სიტყვა თქვას.

“რეალი” მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს იმიტომ ვერ ყიდულობს, რომ ისინი “ბარსელონაში” თამაშობენ”, – ნიჭიერი ფორვარდის ეს სიტყვები ერთდროულად კომპლიმენტიცაა და რეალობაც.

და რაც ყველაზე მთავარია, ბლაუგრანადან წასვლა არავის უნდა, რაგინდ დიდი ფულიც არ უნდა შესთავაზოს სხვა კლუბმა. იმ ასპექტშიც ძალიან გაგვიმართლა რომ ეკონომიკური კრიზისის დროს ოქროს თაობა წამოვიდა.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ესპანეთის 19 წლამდელთა ნაკრების ბირთვს, რომელიც მიმდინარე ევროპირველობაზე ნახევარფინალში გავიდა, “ბარსელონა ატლეტიკის” ფეხბურთელები წარმოადგენენ.

ალბათ, ყველასთვის ნათელია, რომ “ლა ლიგას” მოახლოვებულ გათამაშებაში, გრანდებსა და დანარჩენ გუნდებს შორის კლასში ისეთივე სხვაობა იქნება, როგორც შარშანდელ ჩემპიონატში. ესპანური ფეხბურთისთვის კარგი ნამდვილად არ არის ის ფაქტი, რომ “რეალსა” და “ბარსელონას” პრიმერადივიზიონში კონკურენტი არ ჰყავს, მაგრამ ეს სამწუხარო რეალობაა.

შესაბამისად, ამ გუნდებს მატჩების ტრანსლირებისთვის ტელევიზიები უკვე კაპიკებს უხდიან და მათაც ისღა დარჩენიათ, ბიუჯეტი წამყვანი ფეხბურთელების გასხვისებით შეავსონ. ეკონომიკური კრიზისი ბლაუგრანასა და ბლანკოსსაც შეეხო. პერესის ქისა უძირო უკვე აღარ არის და “რეალი” სატრანსფერო ბაზარზე აღარ აქტიურობს.

რაც შეეხება როსელს, სესკ ფაბრეგასის გადაბირება თუ შეძლო, ეს ნამდვილი სასწაული იქნება, რადგან ვილიაში 40 მლნ. ევროს გადახდის შემდეგ, ბლაუგრანას ბიუჯეტი დაცარიელდა. დროა ქამრები შემოვიჭიროთ, წავიდა ის დრო, როდესაც ფეხბურთელების ბანკის ვალით ყიდვა შეიძლებოდა.

www.sport.es

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში