მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრეგასი: ”ბაიერნს” ლეტალური კონტრშეტევები აქვს”

ფაბრეგასი: ”ბაიერნს” ლეტალური კონტრშეტევები აქვს”

”ბარსელონას” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ კატალონიელებს ექნებოდათ ფინალში გასვლის შანსი პირველი ტაიმის დასრულებამდე 1 გოლის გატანის შემთხვევაში. 

”ბაიერნის” კონტრშეტევებს, უბრალოდ ლეტალური შედეგი მოჰყვება. ჩვენ გვინდოდა, რომ პირველი ნახევრის მიწურულისთვის 1-ბურთიანი ჰანდიკაპი მაინც გვქონოდა, თუმცა არც 0:0 არ იყო ცუდი შედეგი. აი რობენის გოლმა ჩვენი ყველანაირი გეგმა დაამსხვრია. რა თქმა უნდა, ამ წაგებამ მოთამაშეებზე ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად იმოქმედა, ასე რომ რაც უფრო ადრე გავიფორმებთ ესპანეთის ჩემპიონობას, მით უკეთესი.” – განაცხადა სესკმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში