მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: ”ამ ”ბარსელონას” წინ დიდი მომავალი აქვს”

ჩავი: ”ამ ”ბარსელონას” წინ დიდი მომავალი აქვს”

”ბარსელონას” ესპანელმა ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა გააკეთა კომენტარი კატალონიური კლუბის უკანასკნელ დაპირისპირებაზე მიუნხენის ”ბაიერნთან”. 

”ბაიერნთან” მატჩისთვის აშკარად მოუმზადებელნი ვიყავით და ეს გუნდის შემადგენლობაზეც კარგად ჩანდა. ბუსკეტსის, აბიდალის, პუიოლის, მასკერანოს და მესის გარეშე კარგი თამაშის ჩვენება ძალიან რთულია. თითოეული მათგანი გუნდში უმნიშვნელოვანს როლს თამაშობს. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ”ბაიერნის” უფრო მაღალი კლასიც.”

”ჩემი აზრით, ამ ”ბარსელონას” წინ დიდი მომავალი აქვს. დღეს ჩვენი მაქსიმალური შესაძლებლობების საზღვარი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია და არავინ არ იცის რა მოხდება მომავალ წელს. ყოველ შემთხვევაში, მე ყველაფერს ოპტიმისტურად ვუდგები.” – განაცხადა ”ბლაგურანას” ვიცე-კაპიტანმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში