კატალონიის “ბარსელონას” ესპანელმა მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა გუშინ განცდილი სავალალო მარცხის შემდგომ “ბაიერნის” წინააღმდეგ (3:0), კომენტარი გააკეთა.
“ჩვენ უმძიმესი დარტყმა მივიღეთ ამ დაპირისპირების უკანასკნელ მატჩში. ეს რთული და სამწუხარო მომენტია… დიდი მადლობა გულშემატკივარს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირა.” – განაცხადა ვალდესმა.
