”ბარსელონამ” დღეს გასამართი შეხვედრის წინ სტადიონზე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. სესიაში ის 19 ფეხბურთელი მონაწილეობა, რომლებიც მატჩის განაცხადში მოხვდნენ. შეხვედრის დაწყებამდე 1 საათით ადრე მთავარ მწვრთნელს ამ განაცხადიდან 1 ფეხბურთელის ამოღება მოუწევს.
სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები სასტუმროში დაბრუნდნენ. შეხვედრის დაწყებამდე 2 საათით ადრე ისინი კვლავ ”ნოუ კამპზე” დაბრუნდებიან.

